|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

მსჯავრდებულები საკნებში დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან

პენიტენციური დაწესებულებების საკნებში ბრალდებულები/მსჯავრდებულები დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით გადანაწილდებიან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ბრძანებით, ცვლილებები, რომელიც საკნებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით განთავსების საკითხს შეეხება, პენიტენციურ დაწესებულებათა დებულებებში შევიდა. 

ცვლილებების საფუძველზე, პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორც წესი, საკნებში სხვა კატეგორიის დანაშაულში ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან  განცალკევებით მოათავსებენ ისეთ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი/მსჯავრდებულნი არიან სამოხელეო, სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ, ფულად-საკრედიტო სისტემაში, საფინანსო საქმიანობის სფეროში, სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულებსა და კიბერდანაშაულის ჩადენისთვის.

 

აღნიშნული ცვლილება უკვე ძალაშია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი