|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი თბილისსა და ქუთაისში 31 მაისს დაიწყება

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს.  ჩემპიონატი 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება, ხოლო საპლეიოფო ეტაპი და ფინალები ერთაბაშად ავჭალასა და მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება.

უკვე გამოქვეყნდა მსოფლიო რაგბისა და საქართველოს რაგბის კავშირის ჩემპიონატის განრიგი და ჯგუფები.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ინგლისი ტიტულის დასაცავად A ჯგუფში ავსტრალიას, უელსს და სამოას დაუპირისპირდება. შეხვედრა ავჭალაში გაიმართება.

მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ირლანდია, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ტურნირის 5 გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია B ჯგუფის თამაშებს ქუთაისში, აია არენაზე გამართავენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა