|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

მსოფლიო რაგბის ჩემპიონატზე ახალ ზელანდიას ქუთაისი უმასპინძლებს

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 31 მაისს თბილისსა და ქუთაისში აიღებს სტარტს.

 ჩემპიონატი 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისსა და ქუთაისში  ჩატარდება.

მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ირლანდია, სარაგბო სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, ტურნირის 5 გზის ჩემპიონი ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია B ჯგუფის თამაშებს ქუთაისში, აია არენაზე გამართავენ.

 მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში 31 მაისი - 8 ივნისის პერიოდში  ახალი ზელანდიის ნაკრებს სასტუმრო წყალტუბო პლაზა უმასპინძლებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი