|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მასშტაბით მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან ავად"

"მონიტორინგი ჩავატარეთ და აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ქუთაისის მასშტაბით მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან ავად და ზუსტად იციან, რომ 21 ოქრომბერს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მათი წნევა 160-დან 220-მდე აიწევს“- აცხადებს  "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა შუშანია. მისი განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ"  გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში საკუთარი მხარდამჭერები შეიყვანა.

  "სიაში  „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და უკვე თითქმის უბნების 90 %-ზე მთლიანად შეავსო ის 3-იანი ზედა ზღვარი, რომელიც კანონით არის მითითებული. ჩაწერეს თავისი აქტივისტები, საიდანაც დიდი ნაწილი საერთოდ არ არის ავად. ჩვენ დავიწყეთ მონიტორინგი და აღმოჩნდა, რომ მაგალითად 107-ე უბანზე 16 ადამიანიდან 11 არ იყო ავად და არ შეესაბამებოდა საჭირო კრიტერიუმებს, მივმართეთ საოლქო კომისიის და მიუხედავად წინააღმდეგობისა, იძულებული გახდა ეს 16 ადამიანი ამოეღო ამ სიიდან.  იგივე ხდება #23 უბანზე - 25 კაციდან მხოლოდ 5 ადამიანია ავად. აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ქუთაისის მასშტაბით მხოლოდ "ქართული ოცნების" აქტივისტები არიან ავად და ზუსტად იციან,  რომ 21 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე მათი წნევა 160-დან 220-მდე აიწევს“, - აცხადებს გიგა შუშანია.  მისი თქმით, პარტია აგრძელებს მონიტორინგს და ამ დარღვევებზე საჩივრების წერას და საზოგადოების წარმომადგენლების ინფორმირებას.

#59 საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ პარტიას  საჩივრით მათთვის   ჯერ არ მოუმართავს. 

ავტორი: ირინა მაკარიძე