|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მტვრიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქუთაისში დაფიქსირდა

"ქუთაისში მტვრიანობა საკმაოდ მაღალია და დაახლოებით 4,2-ჯერ აღემატება დაშვებულ ნორმას", - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ განაცხადა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ  გარემოს დაბინძურების ინდიკატორული კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვით მტვრიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქუთაისში დაფიქსირდა. სპეციალური დანადგარები, რითაც აზომვები მიმდინარეობდა, საქართველოს 9 ქალაქში, 58 წერტილში დამონტაჟდა. თბილისში მტვრიანობის მაჩვენებელი სამჯერ აღემატება დასაშვებს, ზესტაფონში 1,4-ჯერ, ბათუმში 1,6-ჯერ,  რუსთავში - ასევე გადაჭარბებაა მტვრის 3,2-ჯერ.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაზომა  ასევე აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის კონცენტრაციები.

ჰაერის დაბინძურების განმსაზღვრელი ინდიკატორული საზომები ქვეყნის   სხვადასხვა წერტილში ორი კვირის განმავლობაში იყო განთავსებული და შემდეგ  საანალიზოდ დიდი ბრიტანეთის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე  შესაბამისი რუკა მოამზადეს,  რომელზეც  დეტალურად არის ასახული დამაბინძურებელი ინგრედიენტების კონცენტრაციები. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა