|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოსახლეობის პროტესტის გამო კაფეს მშენებლობა შეჩერდა

ქუთაისში, ბუხაიძის  ქუჩის #17 მცხოვრებლებმა მერიასთან აქცია გამართეს. ისინი მერიის მიერ სკვერში კაფეს მშენებლობისათვის გაცემული ნებართვის გაუქმებას მოითხოვენ.

"ჩვენ საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ გვჭირდება სკვერი და არა კაფე. ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი უფლებების დასაცავად", -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ბუძაიძის მცხოვრებლებს სოლიდარობას უცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. საკრებულოს წევრის გია უკლებას განცხადებით, ქალაქის მერმა ბიზნესმენი და ადგილობრივი მცხოვრებლები ერთმანეთს დაუპირისპირა.

"მურღულია არის ჩვეულებრივი გადამგდები, მან ერთი მხრივ მოატყუა ბიზნესმენები, ხოლო, მეორეს მხრივ, ატყუებს ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლებს. ცდილობს დააპირისპიროს ერთმანეთთან ხალხი და ბიზნეს წარმომადგენლები. "ფლამინგოს" მეპატრონეები თამარ მეფის ქუჩიდან გადასვლაზე დაითანხმა იმით, რომ ბუხაიძის ქუჩაზე გამოუყოფდა სანაცვლოდ ფართს, რაც გააკეთა ისე, რომ ადგილობრივ მოახლეობას არ შეუთანხმდა. ეს გადაწყვიტა თვითნებურად",-განაცხადა გია უკლებამ.

აქციის მონაწილეებიმოსალაპარაკებლად   ქალაქის მერის მოადგილემ  ნოდარ მიქიაშვილმა მიიღო.  მან უკმაყოფილება გამოთქვა საკითხის პოლიტიკური ჭრილში გადატანის გამო და მოქალაქეებს პრობლემის გადაჭრის პირობა მისცა.

"უკეთესი იქნებოდა და უფრო ადვილად მოგვარებადი გახდებოდა საქმე,  თუ მასში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არ ჩაერეოდნენ, რამაც სხვა დატვირთვა მისცა მას. თუ მოსახლეობის სურვილი არ იქნება, არ აშენდება კაფე, ამ დროისათვის შეჩერდება მშენებლობა, გაგრძელდება საქმის შესწავლა. იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობასთან მოლაპარაკება ვერ შედგება, "ფლამინგოს" მეპატრონეს ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ", - განაცხადა მიქიაშვილმა.

აქციის მონაწილეების ერთი ნაწილის შეფასებით, ვიცე მერის განცხადება, შესაძლოა, დროის გაყვანას ემსახურება და ისინი მერიასთან მოლაპარაკებაზე არ წავლენ და  სკვერში კაფეს მშენებლობას არ დაუშვებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა