|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მზად ვართ, გამოვყოთ ადგილი სკეიტ პარკის მოსაწყობად"

„ჩვენ მზად ვართ გამოვყოთ საჭირო ადგილი სკეიტ პარკის მოსაწყობად“- ამის შესახებ  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ განაცხადა. მისი თქმით, პარკის მოწყობა მათთვის პრიორიტეტულია, რადგან ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების  წესით დაკავებას, თუმცა აცხადებს, რომ მერიას ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე თანხის გამოყოფა შეუძლია.

„ჩვენ არ გვითქვამს უარის პარკის მოწყობაზე. მოვიძიე ბათუმში მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ბათუმში სკეიტ პარკისათვის ჯერჯერობით დახარჯულია 300 000 ლარი, ამასთან მშენებლობა დასრულებულიც არ არის. ჩვენ ვერ შევძლებთ გამოვყოთ ამდენი თანხა. იმ 50 000 ლარით(რომელიც ამისათვის გასულ წელს იყო გამოყოფილი) მხოლოდ მცირე კონსტრუქციას თუ მოვაწყობთ, რაც არ იქნება საკმარისი. მარტივად ვერ ჩატარდება სამუშაოები, რადგან უსაფრთხოების ზომებია დასაცავი. ამიტომ შევაჩერეთ მშენებლობა, თუმცა განხილვა არ შეგვიჩერებია. ასევე არის ინფორმაცია, რომ ამ ბავშვებს ყავთ კერძო ინვესტორი, რომელიც დააფინანსებს მშენებლობას. ჩვენ თანახმა ვართ, ადგილი გამოვყოთ უსასყიდლოდ და საჭიროების შემთხვევაში მცირე თანხითაც დავეხმაროთ, მაგრამ ვერ შევძლებთ 300 000 ლარი გამოვყოთ და ამას სოციალური პროგრამების საპირწონედ ვერ გავაკეთებთ“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ სკეიტ პარკის მშენებლობას ახალგაზრდები მესამე წელია, ითხოვენ.

ამ თემაზე:

"ქუთაისში "სკეიტ პარკის" მშენებლობას უცხოელი ბიზნესმენი დააფინანსებს"

ქუთაისში სკეიტ პარკი მოეწყობა

ქუთაისში სკეიტ პარკის მოსაწყობად  ადგილი შერჩეულია

ქუთაისში სკეიტ პარკის მოწყობის მოთხოვნით  აქცია გაიმართება

სკეიტ პარკის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა

 მერიაში გვითხრეს, „ორმაისობის“ ბიუჯეტი შემცირდა და პროექტს ვერ დავაფინანსებთო" 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა