|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მძღოლი, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაკავებულია

მძღოლი, რომელიც ქუთაისში სამ ადამიანს დაეჯახა, დაკავებულია. ის სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა.  მას 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ვტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა, გუშინ მოხდა.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშვებული კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც გარდაცვლილ დედა-შვილთან ერთად გზაზე გადადიოდა, ქუთაისში დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

თვითმხილველების თქმით, BMW-ს მარკის ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. ქვეითად მოსიარულეების გარდა, BMW-ს მარკის ავტომობილი კიდევ ორ მანქანასაც დაეჯახა.

 

 

ავტორი: ნიუპრესი