|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საკრებულოს დეპუტატები ქალაქში მიმდინარე მშენებლობების წილში არიან“

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს აგრძელებს. „რესპუბლიკური“ პარტიის  კანდიდატი #48-ე საარჩევნო ოლქში ნატო ქათამაძე მხატვრებსა და არქიტექტორებს შეხვდა. ქათამაძემ მათ პარტიის ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში. ეს ადამიანები ქმნიან ქალაქის იერსახეს. მათ ჩვენი პარტიის ხედვები გავაცანი, როგორ ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში. ჩვენთვის მთავარია ყველა მშენებლობა ქალაქის იერ-სახესთან წყობაში მოდიოდეს, ამიტომ ვითვალისწინებთ კომპეტენტური ადამიანების აზრს“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

მისივე თქმით, ის ქალაქის განვითარებაზე ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ზრუნავდა, მიუხედავად უმრავლესობის წინააღმდეგობისა.

„მე ვამხილე საკრებულოს დეპუტატები, რომლებიც ქალაქში მიმდინარე მშენებლობების წილში არიან.  ამიტომ არ მოვწონვარ მათ, თურმე არ უნდა აღმენიშნა ეს დანაშაული. „ნაციონალების“ დანაშაულზე რომ  ვსაუბრობდი, მაშინ კარგი იყო და ამათ დარღვევებზე ჩუმად უნდა ვყოფილიყავი, რაც არ არის ჩემი სტილი“, - განაცხადა ქათამაძემ. მან მიმდინარე მშენებლობებზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ქალაქში ქაოტური მშნებელობები მთავარი არქიტექტორის არარსებობის შედეგია.

შეხვედრაზე მყოფმა არქიტექტორებმა წარმოდგენილი პროგრამა დადებითად შეაფასეს, თუმცა აღნიშნეს, რომ წინასაარჩევნო პროგრამები ყოველთვის თვალისმომჭრელია, არშევნების შემდეგ კი არაფერი კეთდება. ისინი იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლების მიერ გაკონტროლდება მშენებლობები და გათვალისწინებული იქნება არქიტექტორების გამოცდილება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა