|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალების" მორიგი პროვოკაციული თავდასხმა ადგილობრივ ხელისუფლებაზე"

ხარაგაულის სოფელ კიცხში მცხოვრები ქეთევან გიორგაძის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს ხარაგაულის გამგებელი. კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, იმის მტკიცება, რომ გამგებელი მოქალაქეებს პოლიტიკური ნიშნით დევნის, არასწორია.  როგორც ის აცხადებს, იუსტიციის სამინისტროს "საზოგადოებრივი ცენტრის" თანამშრომელთა შერჩევა მისი კომპეტენცია არ არის და არც იმის შესახებ ფლობს ინფორმაციას, ვინ შეირჩა კონკურსის წესით.

""ნაციონალური მოძრაობის" წევრების და აქტივისტების  ნებისმიერ წარუმატებლობას, ვიღაცეებს აბრალებენ, წარმატებას, ცხადია, თვითონ იბრალებენ. რაც შეეხება ქეთევან გიორგაძის ბრალდებას, თითქოს მას პოლიტიკური ნიშნით ვდევნი, არასწორია, რადგან ჩემს კომპეტენციას ცდება ის საკითხი, რაშიც ბრალს მიყენებს "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი წარმომადგენელი. როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ცენტრის თანამშრომლის დანიშვნა შეეძლოს გამგებელს, როდესაც კონკურსს ატარებს  შესაბამისი კომისია და თავად  წყვეტს თანამშრომელთა შერჩევის საკითხს?

 ეს არის  მორიგი პროვოკაციული თავდასხმა ადგილობრივ ხელისუფლებაზე. მიმაჩნია, რომ პიროვნება, რომელიც საუბრობს,  ნაკლებადაა გათვითცნობიერებეული ამ საკითხებში, მაგრამ აშკარად "ნაცოინალური მოძრაობის" მიერაა პროვოცირებული",–განაცხადა ლურსმანაშვილმა.

გამგებლის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება იმის შესახებ, რომ   იუსტიციის ცენტრში მენეჯერად დანიშნული  ეკა მაჭავარიანი მისი თანამშრომლის დაა,  რადგან ვაჟა მაჭავარიანი, არა გამგეობის, არამედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს წევრია.

ლურსმანაშვილის განცხადებით, კონკურსზე მაღალი ქულების მიღება არაა გარანტი თანამდებობაზე დანიშვნის, რადგან მნიშვნელოვანია გასაუბრება, როგორ გამოავლენს მონაწილის პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

ლურსმანაშვილის განმარტებით, ის პოლიტიკური ნიშნით არავის დევნის, რადგან ამ დრომდე გამგეობაში "ნაციონალური მოძრაობის" დროს დანიშნული ადამიანები მუშაობენ.

"ბრალდება და არგუმენტები უნდა იყოს დამაჯერებელი. ადამიანები, რომელთაც პროდუქტიულობის მხრივ დაბალი შედეგი აქვთ, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.  "ნაციონალური მოძრაობის" დროს დანიშნულების უმეტესობა თანამდებობაზეა, არ გაგვიშვია.  მუნიციპალურ დონეზე ამ მასშტაბის კონკურის ჩავატარეთ და ერთი საჩივარი არ შემოსულა ჩემს სახელზე და ამ დროს აღმოჩნდა, რომ თურმე  იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსში ვერევით?"–აცხადებს ლურსმანაშვილი.

 შეგახსნებთ, რომ ორი დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ქეთევან გიორგაძემ განაცხადა, რომ კობა ლურსმანაშვილი მას პოლიტიკური ნიშნით დევნის, რაც "საზოგადოევრივი ცენტრის" თანამშრომელთა შერჩევით გამოხატება.

ხარაგაულში "საზოგადოებრივი ცენტრი"  მაისის ბოლოს გაიხსნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა