|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვარს პარტიის თავმჯდომარეს არ აირჩევს

20 იანვარს დაგეგმილი "ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის ძირითადი ნაწილი  პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა. ასევე არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე, ასევე სხვა მმართველობითი თანამდებობები.

”მთავარი აქცენტები გაკეთდება, თუ რა გეგმები ექნება პარტიას და როგორ აპირებს ის ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას”, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნინო კალანდაძემ.

პარტიის წარმომადგენლის თქმით, პარტიის თავმჯდომარის  არჩევა არ მოხდება იქამდე, ვიდრე არ დასრულდება პოლიტიკური რეპრესიები და ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს.

რაც შეეხება გენერალური მდივნის თანამდებობას, რომელსაც ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილი იკავებს, ვინაიდან მერაბიშვილის არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია, ის დარჩება თავის თანამდებობაზე და არ ჩატარდება გენერალური მდივნის არჩევნები.


"ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე რეგისტრირებულია 7136 დელეგატი.

 კალანდაძის განცხადებით, პარტიაში არის 35 000 რეგისტრირებული წევრი და ვინაიდან, მათი უმრავლესობა გამოთქვამს სურვილს ყრილობაზე დასწრების, დამზადდა დამატებითი მოსაწვევები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა