|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი "ნაციონალები" ვაშაძის გუნდს შეუერთდნენ

 გავრცელებულ ინფორმაციას, ახალგაზრდების ჯგუფის   მიერ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის დატოვების შესახებ, პარტიაში ადასტურებენ.

ენმ-ის ქუთაისის ოფისის საორგანიზაციო  მდივანის, კოტე რატიანის განცხადებით, პარტია ნამდვილად დატოვა  ქუთაისის პოლიტსაბჭოს წევრმა, დავით ლაშქარეიშვილმა  და მასთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდამ. თუმცა, რატიანის თქმით, ისინი არ იყვნენ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, რადგან პარტიას ასეთი ორგანიზაცია საერთოდ არ აქვს.

"პარტიას ახალგაზრდული ორგანიზაცია არ გააჩნია. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი გადავიდა ვაშაძის ორგანიზაციაში. ისინი იყვნენ ძირითადად, გიორგი ვაშაძის არასამთვრობო ორგანიზაცის “მედიატორის“ წევრები, რომლებიც შეუერთდნენ ვაშაძის გუნდს".

რატიანის თქმით, პარტია ათამდე ახალგაზრდამ დატოვა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა