|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას ქუთაისიდან 400-მდე დელეგატი შეუერთდება

"ნაციონალური მოძრაობის” ყრილობას, რომელიც 20 იანვარს, თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება, ქუთაისიდან 400-მდე დელეგატი დაესწრება.

ყრილობის დელეგატები ხვალ ქუთაისის სპორტის სასახლესთან შეიკრიბებიან, საინადაც კოლონა თბილისის მიმართულებით დილის 9 საათიდან გაემართება.

დელეგატთა რეგისტაცია თბილისში 12 საათიდან დაიწყება, ყრილობა კი 14 საათზეა დანიშნული.

როგორც ცნობილია,  ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა. არ მოხდება  პარტიის თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის არჩევა, სამაგიეროდ,  პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და მის თავმჯდომარეს აირჩევენ.

სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი ყრილობას "სკაიპის" საშუალებით ჩაერთვება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა