|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესი“ უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს - ნათია თურნავა

ნამახვანჰესი“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ხვალიდან იწყება მედიაციის პროცესი, სადაც ჩართულები იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტები და „რიონის ხეობის მცველები“,  ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ინვესტორთან. 

 

"ეჭვგარეშეა, რომ „ნამახვანჰესი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს.

შექმნილია პლატფორმა ექსპერტებისთვის, რომ ყველა ეკოლოგიური საკითხი უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი იყოს და თუ ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ რაიმე გამოსასწორებელია, ესეც უნდა იყოს ნათელი.

15-მდე ექსპერტებმა და კვლევითმა ორგანიზაციებმა გაიწვია ეს საბუთები. მუშაობენ და ველოდებით მათ მოსაზრებებს.

მეორე მიმართულება არის საერთაშორისო მედიაცია. რამდენადაც ვიცი, ხვალიდან იწყება მოლაპარაკების მაგიდასთან სხვადასხვა მხარის შეხვედრის პროცესი, სამინისტრო და ექსპერტებიც იქნებიან ჩართულები, ველოდებით, რომ რიონის მცველებიც იქნებიან ჩართულები. ეს არის ნორმალური პროცესი. პროექტის გაუმჯობესების მიღწევა და კითხვებზე პასუხის გაცემა, გაცილებით უპრიანია, ხდებოდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

მესამე საკითხი ეს არის ის, რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი არის პრობლემატური და იწვევს კითხვებს მოსახლეობაში. პირველ რიგში, ეს ეხება კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარაში გადაცემის თემას. კანონმდებლობით ეს ვადა, მაქსიმალური 99 წელი, დაშვებულია. მაგრამ რეალურად ეს იწვევს პრობლემებს. აქამდე ჩვენ არ გვქონია ასეთი მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების გამოცდილება. რამდენი ათწლეულია ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა. აქედან გამომდინარე ჩვენც ვსწავლობთ, როგორ შეიძლება დაიხვეწოს კანონმდებლობა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვახორციელებთ მოლაპარაკებას ინვესტორთან. კარგია, რომ ინვესტორიც ამას გაგებით ეკიდება იმიტომ, რომ მათი ამოცანაცაა, პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება. ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას“,- განაცხადა თურნავამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა