|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს გუმათში გზა ისევ გადაკეტილი აქვთ

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ამჯერად გუმათში გრძელდება. აქციის მონაწილეებს გზა ავტომობილებით აქვთ გადაკეტილი. ისინი ხეობაში შესვლის უფლებას მოითხოვენ, წინაადეგ შემთხვევაში გზას არ გახსნიან.

ადგილზე ისევ არიან სამართალდამცველები, რომელთაც თავის მხრივ ჯებირები აქვთ განთავსებული.

შეგახსენებთ, ნამოხვანში კარვები გუშინ აიღეს, რის გამოც ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტმა გუმათში გადაინაცვლა. პარალელურად, გრძელდება ორი დღის წინ მდინარეში გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა.

ადგილობრივების უწყვეტი პროტესტი 170 დღეა გრძელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი