|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნამოხვანში ჰესის მოსამზადებელო სამუშაოები განახლებას დაპირისპირება მოყვა

სოფელ ნამოხვანში ჰესის მოსამზადებელო სამუშაოები განახლდა, რასაც ადგილზე პროტესტი მოყვა. რიონის ხეობის მცხოვრებლები სამუშაოების ადგილზე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა მათ პოლიციელებმა გადაადგილების უფლება არ მიცსეს.

ადგილობრივები კომპანიის წარმომადგენლებს ტერიტორიიდან წასვლისაკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ მათი პროტესტი არ შეწყდება.

როგორც მათ განმარტეს, ხელისუფლება მსგავსი ფორმებით პროცესების რადიკალიზებას ცდილობს.

ადგილზე მცირედი დაპირისპირებაც მოხდა. ასევე სამართალდამცველებს გზა აქვთ გადაკეტილი გუმათის დასახლებაში და ისინი ადამიანებს, რომლებიც ჰესის მოწონააღმდეგეებთან მისვლას გეგმავენ, არ უშვებენ.

ნამოხვანჰესის პროექტის ახალი დირექტორის თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე გაგრძელდება დიალოგი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა