|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანაზე პასუხისმგებლობა მსუბუქდება

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მსუბუქდება.

”სისხლის სამართლის კოდექსის” მოქმედი ნორმით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5-წლამდე. კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, პატიმრობა 160-დან 220-საათამდე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით იცვლება.

აღნიშნული ქმედება, ჩადენილი: - დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, სადღეისოდ ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 4-დან 7-წლამდე. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით, აღნიშნული დანაშაულისათვის გათვალისიწინებულია ჯარიმა, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400-დან 500-საათამდე ვადით ან პატიმრობის შეფარდება 3-წლამდე ვადით.

გარდა ამისა, აღნიშნული ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დღეს ითვალისწინებს 6-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი სანქცია 3-დან 6-წლამდე პატიმრობა იქნება.

”სისხლის სამართლის კოდექში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს. ცვლილებები პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა.

“სისხლის სამართლის კოდექსის“ გარდა, ცვლილებები ხორციელდება შემდეგ კანონებში: - “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, “არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონებში და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“.

 

interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა