|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნათელი ინტერვალები"- ცირა შალაშვილის წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტში ცირა შალაშვილის წიგნის "ნათელი ინტერვალები" პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე მისულმა სტუმრებმა ავტორის ჩანაწერები ავტორისვე თხოვნით თავად წაიკითხეს. პრეზენტაციას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და მწერლები ესწრებოდნენ.


"დღეს ქალბატონი ცირას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, ეს არის მისთვის ახალი ხედვა. საინტერესოა, მომეწონა, ორიგინალური ხელწერაა და მინდა, წარმატებები ვუსურვო, იმედი მაქვს, აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობს“, -განაცხადა პოეტმა ლევან გორვანელმა.

ჟურნალისტი და მწერალი ცირა შალაშვილი ქუთაისის საპატიო მოქალაქეა.

 
 

ავტორი: ხატია ბანძელაძე