|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნათლისღებას მოსწავლეებმა და მადლიერების სახლის ბენეფიციარებმა კონცერტი გამართეს

ქუთაისის მადლიერების სახლში ნათლისღებასთან დაკავშირებით მუსიკალური ღონისძიება გაიმართა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მადლიერების სახლის ბენეფიციარებმა მ.ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის და ზაქარია ფალიაშვილის მე- 2 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მიიღეს.

ღინისძიებაზე ქართული ფოლკლორი და კლასიკურ მუსიკა შესრულდა. მადლიერების სახლის ბენეფიციარებმა დამსწრეებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

მუსიკალურ ღონისძიებას, ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

ქუთაისის ააიპი ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა 15 სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელმა და ბაგა-ბაღებთან არსებულ საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,გული-გულს"- თან ერთად მადლიერების სახლს საჭირო ნივთები, ნობათები და პირველადი მოხმარების პროდუქტებიც გადასცეს.

ღონისძიება მადლიერების სახლის ორგანიზებით გაიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა