|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნავენახევის მღვიმეში ვიზიტორთა მიღება გაზაფხულიდან განახლდება

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავენახების ტერიტორიაზე არსებულ მღვიმეს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ნავენახევის მღვიმე ვიზიტორებს გაზაფხულიდან მიიღებს. მღვიმეში ვიზიტორთა ცენტრის, ტურისტული ბილიკის, კაფეტერიისა და სუვენირების მაღაზიის მოწყობასთან ერთად საგანმანათლებლო სივრცე გამოიყო.

ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4-დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა.

ნავენახევის მღვიმეში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილთან ერთად იმყოფებოდა და მღვიმეში მოწყობილი ინფრასტრუქტურული სიახლეები დაათვალიერა.

 

 

 

ipn.ge

ავტორი: ხატია ბანძელაძე