|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაზარიშვილის კლინიკაში პაციენტებს გამოკვლევები ჩაუტარეს და მედიკამენტები გადასცეს

დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრში საქველმოქმედო აქცია მიმდინარეობს. აქციას კლინიკა და ფრანგული კომპანია ”სერვიეი”ერთობლივად ახორციელებენ.  აქციის ფარგლებში თბილისიდან ჩამოსულმა წამყვანმა სპეციალისტებმა გულისა და იშემიური დაავადებების მქონე  პაციენტებს გამოკვლევები ჩაუტარეს და მედიკამენტებიც უფასოდ გადასცეს.

გამოკვლევის პროცესს ქუთაისის მერი, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი და საკრებულოს ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე დაესწრნენ.
,,მსგავსი აქტივობები ქუთაისში ხშირად ტარდება. ჩვენ ვცდილობთ ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩავატაროთ უფასო გამოკვლევები იმ ადამიანებისთვის, ვისაც გადაადგილება უჭირს და სოციალურად დაუცველია. კეთილი საქმის კეთებაში აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა კლინიკები, მათ შორისაა დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი “, -აღნიშნა შოთა მურღულიამ. 

როგორც "ნიუპრესს" ქუთაისის ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ოჯახის ექიმმა, ქეთი ჯუღელმა განუცხადა,  უფასო გამოკვლევებისათვის  შეირჩნენ ის პაციენტები, რომელთაც ანამნეზში  არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, სტენტირება ან შუნტირება აქვთ. თავდაპირველად  180 ადამიანი ჩაეწერა,  თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი ორასამდე გაიზარდა. მისივე თქმით, აქცია, საჭიროების მიხედვით, საღამოს  21 საათამდე გაგრძელდება. 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი