|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NDI - გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო პატიმრობა არ უნდა იყოს

”ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა” მორიგი კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ადამიანმა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო ციხის სასჯელი არ უნდა მოიხადოს.
კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების(მარიხუანა, ინტრავენული, აბები და ა.შ.) პირადი მოხმარების გამო, გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ დიახ, უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი, ხოლო გამოკითხულთა 7%-მა არ იცის.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

ავტორი: ნიუპრესი