|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნების“ ოფისის მეპატრონეები დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს

დღეს კონტროლის პალატამ ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის ოფისებში მოწმის სტატუსით „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები დასაკითხად კვლავ დაიბარა. კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  ახსნა-განმარტებების მორიგი ეტაპი იმ პირებს ეხებათ,  რომელთაც აქვთ საიჯარო და სამეწარმეო ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტთან.

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური სუბიექტების შემოსავლებისა და ხარჯების კანონშესაბამისობის დადგენის მიზნით,   საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" კოალიციისა და მასში შემავალი სუბიექტების მიერ, იჯარით აღებულ ფართებთან მიმართებაში გაწეული ხარჯების კანონიერების შესწავლას და  მათი ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს, ვინაიდან არსებობს აშკარა შეუსაბამობა გაწეულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის,“ – აღნიშნულია კონტროლის პალატის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  რომ ყველა გასაუბრების პროცედურა აუდიო-ვიდეო ტექნიკური საშუალებებით ფიქსირდება. ასევე, გასაუბრების დაწყებამდე კონტროლის პალატაში მიწვეულ მოქალაქეებს კონსულტანტები მოემსახურებიან, რომლებიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მათი მიწვევის მიზეზებსა და საფუძვლებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან. საჭიროების შემთხვევაში, გაუწევენ იურიდიულ კონსულტაციასაც.

ავტორი: "ახალი გაზეთი"

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა