|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ახალი სანიაღვრე სისტემა მხოლოდ პარლამენტისთვის

ქუთაისში 26 მაისისთვის მზადება დაჩქარებულ ტემპებში მიმდინარეობს. ქალაქში განსაკუთრებული მზადება მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურ რეჯიმში მიმდინარეობს.

დაჩქარებული წესით ხორციელდება პარლემენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის გამოცვლა.მაშინ როდესაც, ქუთაისის სხვა ტერიტორიაზე, თითქმის ყველა უბანში, სანიაღვრე სისტემა ამ დრომდე მოუწესრიგებელია.როგორც მუშები განმარტავენ, პარლამენტთან სანიაღვრე სისტემა მხოლოდ მარჯვენა მხარეს გამოიცვლება.

„მარცხენა მხარეს კი (სადაც საცხოვრებელი  კორპუსებია) სანიაღვრე არხები გაიწმინდება. სულ 25 ახალი მილის ჩადება არის გათვალისწინებული.  ეს ყველაფერი 26 მაისამდე უნდა მოვასწროთ და ამიტომ,  24–საათიან რეჯიმში ვმუშაობთ," - ამბობს სამუშაოების მწარმოებელი დავით ყიფიანი. 

რაც შეეხება, პარლამენტის შენობაში სასმელი წლის მიწოდებას, მილები უკვე გამოცვლილია და როგორც ირკვევა,  პარლამენტში  სასმელ წყალს ქალაქის წყლის სისტემისგან დამოუკიდებლად მიიღებენ. „პარლამეტის ეზოში  არის რამდენიმე ჭა, საიდანაც მოხდება სასმელი წყლის მიწოდება", - აღნიშნავს  დავით ყიფიანი.

ქუთაისში მშენებარე პარლამენტში პირველი სხდომა მიმდინარე წლის 26 მაისს უნდა გაიმართოს.

ავტორი: თეკლა მორგოშია