|
  • EUR 1 = GEL 3.0007
  • USD 1 = GEL 2.464
|

ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი „არტგენს“ უმასპინძლებს

წყალტუბო წელს ფოლკლორულ ფესტივალს - „არტგენს“ უმასპინძლებს. ფესტივალი 27 ივნისს ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გაიმართება. 


იმერულ ოდის აივანზე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების, ფერწერული ტილოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში თავიანთ რეპერტუარს იმერეთის რეგიონის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები წარმოადგენენ. გალა კონცერტზე  ჯგუფი „რეგიონი'' იმღერებს. 


სახლ-მუზეუმის აღდგენა გასულ წელს დასრულდა. პროექტისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 63 816 ლარი გამოიყო. გამოიცვალა სახურავი, ხის კონსტრუქციები, მოწესრიგდა ფასადები. 


სახლ-მუზეუმის აღდგენის შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელ ჩუნეშში ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმთან მისასვლელი გზისა და მუზეუმის ეზოში ამფითეატრის კაპიტალურ განახლებას გეგმავს. 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი