|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკოლოზ თოფურიძე: მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ [R]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე ბორითის ადმინისტრაციული ერთეულის ამომრჩეველს შეხვდა და ამავე თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იამზე პაქსაშვილი წარუდგინა.

 

„ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაქათუბანსა და ვაშლევში ამორტიზებული გზები შევაკეთეთ. გასული წლების განმავლობაში, აქ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. მოსახლეობა გრძნობს, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ვიცით, რომ ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემებს თქვენთან ერთად გავუმკლავდებით“, - აღნიშნა თოფურიძემ.

 

მერობის კანდიდატმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა.

 

ნიკოლოზ თოფურიძე აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ხარაგაულში 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. კერძოდ, მოხდება მთავარი და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია; გაგრძელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტში გაფართოვდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა; გაიზრდება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს დაფინანსება; ასევე, ხელი შეეწყობა ტურიზმისა და სახელოვნებო განათლების განვითარებას.

 

„მჯერა, რომ გავიმარჯვებთ და ჩვენ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ყველაფერ იმას, რასაც ვაპირებთ, უთქვენოდ ვერ გავაკეთებთ“, - მიმართა ბორითის ამომრჩეველს მერობის კანდიდატმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა