|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკოლოზ თოფურიძე: ხარაგაულში ახალ პერსპექტივებს შევქმნით [R]

არჩევნებამდე ორი დღით ადრე, პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე და დაბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა გოგოლაძე სპორტის სფეროში დასაქმებულ პერსონალს შეხვდნენ.

 

„ჯანსაღი ცხოვრების წესი თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სეგმენტისთვის. ვიცით, რომ აქ, თქვენს სივრცეში პატარა ბავშვები, მოზარდები, ახალგაზრდები, ერთნაირად ეზიარებიან სპორტის სხვადასხვა სახეობებს. თქვენ ამ სფეროში გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და ხელშეწყობა. ყველა ხარაგაულელმა უნდა ისარგებლოს იმ სერვისით, რაც გვაქვს და რაც შეგვიძლია შევთავაზოთ მომხმარებელს“, - აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.

 

მერობის კანდიდატის განმარტებით, მისთვის სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება მისასალმებელია.  

 

„ხარაგაულის განვითარებაზე ერთად ვიზრუნებთ და ერთად დავსახავთ პრიორიტეტებს. ხარაგაულში ახალ პერსპექტივებს შევქმნით და თითოეული თქვენგანი მეტ სიმშვიდეს და კეთილდღეობას იგრძნობს“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

 

ავტორი: ნიუპრესი