|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

9 აპრილის ძეგლის გადატანის მიზეზებს ნოდარ მიქიაშვილი განმარტავს [VIDEO]

9 აპრილის მემორიალის ცენტრალურ ბულვარში გადატანას "ძეგლის დაფასებით" ხსნის ქუთაისის ვიცე-მერი.

ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ძეგლი ამ დროისთვის არასათანადო ადგილზეა, ამიტომ სჯობს მისთვის ადგილის შეცვლა.

„ძეგლმა რამდენიმე წლის წინ შეიცვალა ადგილი და დაკარგა ის მნიშვნელობა რაც ქონდა. იქვე გაიხსნა საშაურმეები, ღია ბარები,  და ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ მისთვის ადგილი შეგვეცვალა და გაცილებით უკეთეს ადგილზე გადაგვეტანა“-განაცხადა მიქიაშვილმა.

მიქიაშვილი, ასევე აბსურდულს უწოდებს ბრადებას ადგილის მიმართ მერის ინტერესებესთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ წარმოუდგენელი სისულელეა 7 კვ. მეტრი გასხვისების ბრალდება.

რაც შეეხება შენიშვნას, აკრძალულიყო მიმდებარედ ღია ბარის მოწყობა მიქიაშვილი აცხადებს, რომ აკრძალვის ნაცვლად ჯობდა ძეგლისთვის ადგილის შეცვლა.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა