|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომარ ნიშნიანიძე - "არ გამოვრიცხავ, ”ქართული ოცნებიდან” თამაზ მეჭიაურის გუნდში წავიდე"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე არ გამორიცხავს, რომ ”ქართული ოცნება” დატოვოს. შესაბამისი განცხადება ნიშნიანიძემ ჟურნალისტებთან საუბარში თავად გააკეთა და განმარტა, რომ შესაძლოა, თამაზ მეჭიაურის გუნდში ვიხილოთ.

”მე წელიწადნახევრის წინ ვიყვირე პირველად, რომ პარტიაში არ იყო კარგად მდგომარეობა. მას შემდეგ ჩვენ ვიყავით მოლოდინის რეჟიმში. ყრილობამაც, სამწუხაროდ, გამიცრუა იმედი, მითუმეტეს პოლიტსაბჭოს ახალმა, შემომატებულმა წევრებმა, რომლებმაც საოცარი სიურპრიზი მოგვიტანეს. ამიტომაც ისინი კი ვერ გამიშვებენ მე, მე ვიქნები თუ არა მათთან ეს არის საკითხავი. არ გამოვრიცხავ, რომ წავიდე... ვერავის დავუთმობ ამ ქვეყანას, ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ვიბრძოლებ ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული მიხილოთ თამაზ მეჭიაურის გუნდში, იმიტომ რომ მე ვარ არაკოჰაბიტირებული ძალა. ამიტომაც მე ვარ იმ ფუნდამენტურ საფუძვლებთან ერთობაში, რომელიც, თავის დროზე, გამოაცხადა ”ქართულმა ოცნებამ”. კონტურები უკვე გამოკვეთილია და არ არის გამორიცხული, დღეს ან ხვალ ეს გადაწყვეტილება მივიღო. არ მინდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგი წავიდე, მე ვარ ბიძინა ივანიშვილის ერთგული, ისევე როგორც სამშობლოს ერთგული”, - განაცხადა ნიშნიანიძემ, რომლის ინფორმაციითაც, ”ქართული ოცნება” შესაძლოა სხვა ადამიანებმაც დატოვონ.

მისივე შეფასებით, ”ქართული ოცნების” ნაბიჯები არის ძალიან არაადეკვატური.

”მაგალითდ, მე დამირეკეს სამეგრელოდან ჩვენმა თანამებრძოლებმა და მითხრეს, რატო არ გვენდობით, სულ არ იყო საჭირო არავის ჩაყვანაო - იქ, ადგილზე მეგრელები, ეს კარგი ხალხი მოუვლიდნენ და თუ საჭირო იყო ცხვირსაც დაუნაყავდნენ და გამოცოცხავდნენ კიდეც”, - აღნიშნა ნიშნიანიძემ.

 შეგახსენებთ, ომარ ნიშნიანიძე მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ქუთაისის ერთ-ერთ სამაჟორიტარო ოლქში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას გეგმავს,  რისთვისაც მხარდაჭერის მიღებას "ქართული ოცნებიდან" ცდილობს.

წყარო

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა