|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს ქუთაისის მერიამ 1000- 1000 ლარი გადასცა

2008 წლის აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით, ქუთაისში დაღუპულთა მემორიალთან სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ჩოხოსნებმა, ახალგაზრდებმა, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მათ დაგმეს რუსული აგრესია და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. სასულიერო პირებმა მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი გადაიხადეს.

დღესვე ქუთაისში მემორიალთან გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო კადეტთა ლიცეუმის სტუდენტებიც მივიდნენ. კადეტებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ქუთაისის მერიისგან, ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1000 ლარი ჩაერიცხათ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა