|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ოქროს ჩარდახი" დამოუკიდებელი ააიპი აღარ იქნება

მერიის გადაწყვეტილებით, "ოქროს ჩარდახი" დამოუკიდებელი ააიპი აღარ იქნება. ისტორიული ძეგლი რეორგანიზაციის ფარგლებში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს შეუერთდება. სამეფო კომპლექსი ამ დრომდე ცალკე ააიპის სტატუსს ატარებდა და ცალკე ბიუჯეტი ქონდა. 

საკითხს ქუთაისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

"ჩვენ ვამსხვილებთ ააიპებს ამიტომ მოხდა გაერთიანება, ოქროს ჩარდახი შეუერთდება ტურიზმის ცენტრს და მოხდება მისი მეტად ეფექტიანობა და ფუნქციური დატვირთვა", -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

გაერთიანებულ ააიპებს საერთო ბიუჯეტი ექნება.

იმერეთის მეფეთა რეზიდენცია რიონის მარცხენა ნაპირზე,  რუსთაველისა და თეთრი ხიდების შორის მდებარეობს. რეზიდენცია დაკეტილია და ის მიუწვდომელია დაინტერესებული მნახველებისა და ტურისტებისათვის.

 

"კარი რომ სულ ღია დავტოვო, ამხელა მნიშვნელობის ძეგლს უდიერად მოეპყრობიან"

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა