|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ორმაისობის“ კონცერტის მოსაწყობად მერიამ 18 000 ლარი გამოყო

ქუთაისში „ორმაისობის“ დღესასწაულის მოსამზადებელი სამუშაოები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ ტენდერი გამოაცხადა. გალა-კონცერტი ტრადიციულად  ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. კონცერტის გახმოვანების აპარატურით მომსახურების მიზნით  18 000 ლარი გამოიყო.

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქუთაისში, ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გასამართი გალა-კონცერტის მომსახურება. მოცემული პარამეტრების შესაბამისი სცენით, გახმოვანების აპარატურით, სასცენო განათებით, ხმისა  და განათების რეჟისორითა და ტექნიკური პერსონალით.

 „ორმაისობას“ სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. სავარაუდოდ, ამ დროისთვის გაიხსნება ტურისტული ცენტრი, რომლის რეაბილიტაციაც მეორე წელია, მიმდინარეობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა