|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ორმაისობა" გალა-კონცერტით დასრულდა [VIDEO]

ქუთაისში "ორმაისობის" დღესასწაული გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტზე ქუთაისიელი მსმენელის წინაშე DJ ZAPA,  ჯგუფები "ურსა" და "რეზო და ბავშვები" წარსდგნენ. კონცერტი სამ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მოწვეულმა მუსიკოს-შემსრულებლებმა ადგილობრივებს ქალაქის დღესასწაული მიულოცეს და აღნიშნეს, რომ ქუთაისს ყველაზე ენერგიული მსმენელი ყავს.

 ქუთაისის მერიის კულტურის საქმეთა სამსახურის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ელეონორა გოგოლაშვილის განცხადებით, მუსიკოს-შემსრულებლები ახალგაზრდების გემოვნების მიხედვით შეირჩა.

"იმედი მაქვს, მოეწონათ ახალგაზრდებს დღევანდელი კონცერტი, ჩვენ შევეცადეთ მათთვის მისაღები ღონისძიება მოგვეწყო. მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, დღევანდელი საღამო შედგა",-განაცხადა ელეონორა გოგოლაშვილმა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა