|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორმაისობის ღონისძიებები წელს რამდენიმე დღე გაგრძელდება

ორმაისობის ღონისძიებები წელს რამდენიმე დღე გაგრძელდება.  ქალაქში ღონისძიებები 2, 3 და 4 მაისს გაიმართება. 

მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თამთა თურმანიძის განცხადებით, ცენტრალურ მოედანზე კონცერტები  ორ დღეს გაიმართება.

2 მაისს იქნება ჯგუფების "ფრანისა" და "33 ა" -ს კონცერტი, ხოლო 3 მაისს იმავე ადგილზე თბილისის ბენდის კონცერტი გაიმართება.  

თამთა თურმანის თქმით, წელს ტრადიციულ ღონისძიებებს ახალი ელემენტები შეემატება. როგორც მან განაცხადა, ტრადიციულად გაიმართება ყვავილების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე იქნება წიგნების გამოფენა-გაყიდვა. განთავსებული იქნება ღია კაფეები, რომელსაც რამდენიმე საკონდიტრო სახლი გამოიტანს მის პროდუქციას.

პირველ სკოლასთან, სადაც წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, მოეწყობა დატო ტურაშვილის ღია ლექცია ყველა მსურველისათვის. ასევე მოხდება გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია.

გარდა ამისა, ტრადიციულად იმართება ხოლმე ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა, წელს ამ ღონისძიებას ორი ლოკაცია დაეთმობა, მოედანი და ვერიკოს ბაღი, სადაც  იქნება ღვინის დეგუსტაცია. 

ატრაქციონები წელს ფალიაშვილის ქუჩაზე განთავსდება. აქ ბავშვებისათვის როგორც  გასართობი, ასევე  შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყობა. 

რაც შეეხება ცენტრალურ ბაღს, იქ კულტურული ღონისძიებები გაიმართება. დაუკრავს ორკესტრი, მოეწყობა ღია გამოფენები. 

 ღონისძიებები ტრადიციულად გაიმართება მუხნარის ტყეში, სადაც წელს იმერეთის გუბერნიის ინიციატივით, იმერული სამზარეულოს პრეზინტაცია აღარ მოხდება. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე