|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

ქუთაისის ქუჩებში მსხვილფეხა პირუტყვის სიმრავლე განხილვის საგანი ხდება

დილა მშვიდობისა "ISO" სერთიფიცირებულო ქალაქო - წერს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი კოტე რატიანი და  სოციალურ ქსელში ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძულზე მობალახე პირუტყვის ფოტოს ავრცელებს. 

რატიანის თქმით, ფოტო მისი გადაღებული არაა და ის სოციალურ ქსელში გავრცელდა.


მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, პატრულირებას ახდენენ და მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში პირუტყვი თავშესაფარში გადაყავთ. მოსახლეობას კი მოუწოდებენ, ასეთ შემთხვევაში ცხელ ხაზის მეშვეობით აცნობონ მათ. 


"დასუფთავების სამსახური პატრულირებას ახდენს ქალაქის მასშტაბით, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში რეაგირება ხდება. თუმცა თუკი მოსახლეობა დააფიქსირებს  მსგავსი ფაქტს, ჩვენ გვაქვს ცხელი ხაზი და შეუძლიათ მოგვმართონ"-აცხადებენ სპეციალურ სერვისებში. 

 

 სპეციალური სერვისების ცხელი ხაზის ნომერია (0431) 26 57 36

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე