|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მომხდარ თაღლითობის საქმეს ოზურგეთის სასამართლო განიხილავს

ქუთაისში მცხოვრებ მაკა კოხრეიძესა და იპოთეკარ რუსუდან ჭეფხოძის შორის არსებული დავა გრძელდება. საქმეს ოზურგეთისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები განიხილავს.

სარჩელი გამოსახლებასთან დაკავშირებით რუსუდან ჭეფხოძემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. მოპასუხე მხარე კი იპოთეკარს თაღლითობაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. საქმეს ოზურგეთის სასამართლო განიხილავს, რადგან მოპასუხე მხარე ოზურგეთში რეგისტრირებულია.

როგორც მაკა კოხრეიძის ადვოკატი ლევან ჭელიძე აცხადებს, იპოთეკარმა რუსუდან ჭეფხოძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თაღლითურად  მოატყუა. მისი თქმით, ხელშეკრულებაში 16 ათასი ლარის ნაცვლად 20 ათასი ლარი ეწერა, სინამდვილეში კი მოსარჩელეს 16 ათასი ლარი გადასცა.

"ქალბატონი რუსუდან ჭეფხოძ ერთი და იგივე "სცენარით" თაღლითურ მაქინაციებს ჩადის და მოქალაქეებს ატყუებს. მე მაქვს იუსტიციის ერთ-ერთი თანამშრომლის ჩვენება, სადაც ადასტურებს, რომ ყველა მსესხებელს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის პროცესში აჩქარებს სხვადასხვა მიზეზების გამო, ვინაიდან ხელშეკრულებას არ გაეცნონ და ხელის მოწერის პროცედურას აჩქარებს. მაკა კოხრეიძის შემთხვევაშიც მსგავს მაქინაციას მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჭეფხოძის წინააღმდეგ ოზურგეთის სასამართლოს მივმართეთ. პროცესი 3 ივლისს არის ჩანიშნული. თავად კი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდე სარჩელი გამოსახლებაზე საქალაქო სასამართლოში შეიტანა. მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ მოპასუხეს სარჩელი არ დაუკმაყოფილა და გამოსახლების პროცესი იმ დრომდე შეაჩერა, ვიდრე ოზურგეთის სასამართლო ჩვენს განაჩენზე გადაწყვეტილებას  გამოიტანს",-განაცხადა იურიდიული დახმარეს ბიუროს იურისტმა ლევან ჭელიძემ.

მისი თქმით, სასამართლო პროცესზე რუსუდან ჭეფხოძემ და მისმა ადოკატმა მას სიტყვიერი შეურაცხყიფა მიაყენეს. 

"ქალბატონი რუსუდანი სიცოცხლის მოსპობით მემუქრება, მისმა ადვოკატმა გია გურგენიძემ კი სასამართლო პროცესზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა.

აღნიშნულს უარყოფს რუსუდან ჭეფხოძე და ადვოკატს თავად ადანაშაულებს თაღლითობაში. მისი თქმით, ის მხოლოდ მის მიერ გაცემული თანხის დაბრუნებას ითხოვს. 

"ლევან ჭელიძე არის თაღლითი, რაც უნდათ და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. ისინი სპეციალურად აჭიანურებენ საქმეს, თუმცა მალე სამართალი იზეიმებს. მე ვითხოვ იმ თანხას, რომელიც გავასესხე",-აცხადებს ჭეპხოძე.

ოზურგეთის სასამართლო მაკა კოხრეიძის საჩივარზე გადაწყვეტილებას 3 ივლისს გამოაცხადებს. 

მაკა კოხრეიძის ინტერესებს თბილისის იურიდიული დახმარეს ბიუროს იურისტები, ლევან ჭელიძე და გიორგი ტატიშვილი დაიცავენ, ხოლო რუსუდან ჭეპხოძის ინტერესებს გია გურგენიძე იცავს. 

"სამი მიცვალებული შვილის ფოტოს ქუჩაში არ გამოვიტან"

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი