|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პაატა ნადირაძე არის შანსი ჭიათურის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის" [R]

,,პაატა ნადირაძე არის შანსი ჭიათურის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის. სასიამოვნოა, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამ ქალაქს ისეთი კანდიდატი შესთავაზა, რომელიც იზრუნებს ჭიათურის უკეთესს მომავალზე“-ეს განცხადება საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა, ღირსების ორდენის კავალერმა და ჭიათურის საპატიო მოქალაქემ როდერ ჩაჩანიძემ გააკეთა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის თანამშრომლებს შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
პაატა ნადირაძემ ასევე ისაუბრა იმ გეგმებზე, რასაც მომდევნო წლების განმავლობაში თეატრის განვითარებისთვის გააკეთებს. მერობის კანდიდატმა მსახიობებისგან არსებული მდგომარეობის შესახებ მოისმინა და დაპირდა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში მაქსიმალურად შეეცდება გვერდით დაუდგეს და ყველა საკითხი მათ საკეთილდღეოდ გადაწყვიტოს.
 

ავტორი: ნიუპრესი