|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტის ყოფილ შენობას დაკონსერვება და განადგურება ემუქრება"

 პარლამენტის ყოფილ შენობას დაკონსერვება და განადგურება ემუქრება - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია.

მისი თქმით,  პარლამენტის ყოფილი შენობის ეკონომიკის სამინისტოსათვის გადაცემის შემდეგ ეს შენობაც ისეთივე უფუნქციო იქნება,  როგორიც მთავრობის შენობაა.

"ივანიშვილი აგრძელებს წინა ხელისუფლების დროს აგებულ შენობებთან ბრძოლას. ამ სიძულვილს ეწირება პარლამენტი და ქუთაისის ფუნქცია , რომელსაც საპარლამენტო დედაქალაქი ქვია. ამჯერად ყველა ქუთაისელი თანამშრომელი გაათავისუფლეს პარლამენტის აპარატიდან. ამ ადამიანებს აშინებენ, თუ ხმას ამოიღებენ, დაკარგავენ იმ მიზერულ კომპესაციასაც, რაც კანონით აქვთ განსაზღვრული. რაც შეეხება შენობას, ისიც იქნება ისეთივე უფუნქციო, როგორიც არის გვერდით მდებარე მთავრობის სახლი, სავარაუდოდ დაკონსერვდება და განადგურდება,"-განაცხადა გიგა შუშანიამ.

მისი თმით, ასეთი ძვირადღირებული შენობის გაყიდვა, სავარაუდოდ, გაჭირდება. 

"შენობა, რომელიც 360 მილიონი დაჯდა, მისი გაყიდვა გაჭირდება. ამასთან, ამ შენობის სხვა დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, რადგანაც ის მხოლოდ პარლამენტისთვის არის აშენებული", -აცხადებს გიგა შუშანია.

შეგახსებებთ, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის ინვენტარიზაცია დასრულდა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პარლამენტის ყოფილი შენობის ფუნქციური დატვირთვის შესახებ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული. 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა