|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020“  მხარი 103  ხმით დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა. 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. 

გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელი, როგორც დიალოგის და მაქსიმალური ჩართულობის წლად გამოაცხადა. „ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და შევეცდებით ეს პასუხისმგებლობა პატივით ვატაროთ,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად ითანამშრომლებს ყველასთან, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი. „კიდევ ერთხელ მინდა ყველა თქვენგანს დავუდასტურო მინისტრთა კაბინეტის განწყობა. ჩვენ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ ყველასთან საქართველოს პარლამენტში, ვისთანაც შესაძლებელია ცივილიზებული დიალოგი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პარლამენტის დადგენილებას, საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შესახებ ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

საქართველოს პარლამენტი, ორი დღის განმავლობაში, საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების,  უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერის საკითხზე მსჯელობდა.

რიგგარეშე სხდომის პლენარულ სესიაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. მან თავის მოხსენებაში მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების შესახებ დეტალურად ისაუბრა და პარლამენტის წევრების შეკითხვებს, მინისტრობის კანდიდატებთან ერთად უპასუხა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით, მოსაზრებები და პოზიციები  საპარლამენტო ტრიბუნიდან  კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს.

რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დასასრულს, საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად, 103 ხმით 17-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა და ნდობა გამოუცხადა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა