|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტთან დაკავშირებით რა გავაკეთე, არ ვთვლი საჭიროდ, ამაზე თქვენთან ვისაუბრო"

 პარლამენტთან დაკავშირებით რა გავაკეთე, არ ვთვლი საჭიროდ, თქვენთან ამაზე ვისაუბრო - განუცხადა ქუთაისის მერმა საკრებულოს დეპუტატს "ევროპული საქართველოდან" მერაბ მეშველიანს. 

დეპუტატმა ქალაქის მერს კითხვა პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის შესახებ დაუსვა. მერაბ მეშველიანის თქმით, ამ კითხვის დასმის შესაძლებლობა მხოლოდ ახლა მიეცა, რადგან მერი საკრებულოს სხდომებს არ ესწრება და არ იცის მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.

"რაც გავაკეთე და როგორ გავაკეთე, არ ვთვლი საჭიროდ რომ თქვენთან ამაზე ვისაუბრო. მე არერთხელ გამიკეთებია განცხადება ამ საკითხზე და იცის საზოგადოებამ ჩემი პოზიცია.  არ ვაპირებ თქვენთან ამ თემაზე პოლიტიკური ქულების ჩაწერას", – განაცხადა ქალაქის მერმა.

მისი თქმით,  პარლამენტი  თვითმმართველობის თემა არ არის. 

 შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტი ქუთაისში 2012 წლიდან ფუნქცონირებს, წელს მიღებული გადაწყვეტილებით კი, 2019 წლიდან პარლამენტი ფუნქციონირებას სრულად თბილისში გააგრძელებს.  საკითხთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ქალაქის მერმა კი ამ საკითხთან დაკავშირებით დუმილი ამჯობინა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა