|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტთან უსაფრთხოების კუნძული და შუქნიშანი მოეწყობა

ქუთაისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუნძული და შუქნიშანი მოეწყობა.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ უსაფრთხოების კუნძული და შუქნიშანი  9 აპრილისა და ირ. აბაშიძჲს ქუჩების გადაკვეთაზე განთავსდება, რაც მიოზნად მოძრაობის უსაფრთხოებას ისახავს.

შესაბამისი სამუშაოებისათვის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერის პირობების თანახმად ,,მიმწოდებელი“ ვალდებულია სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 50 კალენდარული დღის განმავლობაში განახორციელოს,   სამუშაოები  კი  ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში დაიწყოს. წინადადებების მიღება 6 მარტს დასრულდება.

 პროექრის სავარაუდო ღირებულება 157 ათასი ლარია.

ავტორი: ადმინი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა