|
  • EUR 1 = GEL 3.1766
  • USD 1 = GEL 2.706
|

"ქუთაისს შემთხვევით არ ვესტუმრე"-ზურა რთველიაშვილი

ზურაბ რთველიაშვილმა ქუთაისში საკუთარი პოეტური კრებულის "პოეზიის დიქტატურა" პრეზენტაცია გამართა.

კრებული, რომელიც  ემიგრაციაში ყოფნის დროს დაწერილი ლექსებს მოიცავს, ავტორმა საზოგადოებას მძიმე მუსიკის თანხლებით წარუდგინა. 

"პოეზიის დიქტატურის" ინგლისური ვერსია ლონდონში უკვე გამოიცა, ქუთაისელ მკითხველს კი ლექსების კრებულის შეძენა პრეზენტაციის დროსვე შეეძლოთ. 

როგორც რთველიაშვილი განმარტავს, ქუთაისში სტუმრობა შემთხვევითი არ ყოფილა. 


"ქუთაისს შემთხვევით არ ვესტუმრე, ის ნებისმიერი ხელოვანისთვის კულტურული ცენტრია. მინდა, ჩემი ახალი და ძველი ლექსები საყვარელ მსმენელს მივუძღვნა,"-განაცხადა რთველიაშვილმა.

რთველიაშვილი ემიგრაციაში 8 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე