|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციამ „რიონის ხეობის მცველი" ლაშა ქუთათელაძე დააკავა

სამართალდცველებმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს.
ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ქუთაისი-ალპანას საავტომობილო გზით ბრუნდებოდა, მშენებარე რკინის ხიდთან ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ მას გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.
ლაშა ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი თავდაპირველად ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძეს კი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან და დააკავეს.
პოლიციელების თქმით, ის ნამოხვანში გადაპარვას ცდილობდა. ქუთათელაძე ქუთაისში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. მის ინტერესებს "საია" იცავს.
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი