|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 91 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა.

62 მსჯავრდებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს. 29-ს კი, სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა.

შეწყალებულებს შორის 4 ქალია. მათგან სამი საპატიმრო დაწესებულებას დღეს დატოვებს, ერთს კი სასჯელი შეუმცირდა.

შეწყალების კომისია 4-დან 6 აპრილის ჩათვლით მუშაობდა. კომისიაზე 579 პირის საქმე განიხილეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა