|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტმა პარიზში პირველი შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან გამართა [PHOTO]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიზიტის პირველ დღეს საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდა. შეხვედრა პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში გაიმართა.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა ჯერ სტუდენტებთან გამართა, მოგვიანებით კი პარიზში მცხოვრებ ქართველებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის თქმით, დიასპორის წარმომადგენლები მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ ქვეყნისთვის. ასევე დაინტერესდა მათი პრობლემებით და შეხედულებებით. 

 
"მაინტერესებს, თუ აპირებთ დაბრუნებას საქართველოში  და სად ხედავთ თქვენს თავს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც რეალურად, საცხოვრებელ ადგილს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, მთავარია, რა კავშირი არსებობს, როგორ შეიძლება ეს კავშირი გაძლიერდეს, რათა ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იყოს", - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს.


შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს პრეზიდენთან გამართული შეხვედრა.


„მე დავიბადე საქართველოში, მაგრამ აქ გავიზარდე, პრეზიდენტმა გვკითხა, თუ რას ვფიქრობთ და რა იდეები გვაქვს საქართველოსა და უცხოეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი კარგ საქმეს აკეთებს“- აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა სტუდენტმა, ანამ ჩვვენთან საუბარში.


შეხვედრაზე იმყოფებობდნენ არა მხოლოდ ქართველები, ჩვენ გავესაუბრეთ ფრედერიკს, რომელიც არის ფრანგი პიანისტი. „მე დაქორწინებული ვარ ქართველ ქალზე, პიანისტი ვარ და კონცერტებს ვმართავ თბილისში, მე მომეწონა საქართველო, მომწონს მათი კულტურა და ვცდილობ მივცე ჩემი ენერგია საქართველოს. ვფიქრობ, პრეზიდენტი ძალიან საინტერესო ადამიანია და მნიშვნელოვანია რასაც აკეთბს“ - განაცხადა ფრედერიკმა.


პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 ეკა ლელაძე პარიზიდან

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა