|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროგრამა "კორპუსის" თანადაფინანსებისათვის მოსახლეობა თანხას აღარ გადაიხდის

პროგრამა კორპუსის თანადაფინანსებისათვის მოსახლეობა თანხას აღარ გადაიხდის - ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას ინიციატივა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც პროგრამა "კორპუსის" დაფინანსებაში მოსახლეობის წილი ნულოვანი ხდება.

დღემდე მოსახლეობა ეზოებისა და სადარბაზოების კეთილმოწყობისთვის საჭირო თანხის 10%-ს იხდიდა. ამიერიდან პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში გაწერილ ყველა სამუშაოს ადგილობრივი თვითმმართველობა სრულად დააფინანსებს. მოსახლეობას მხოლოდ ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის წარდგენის ვალდებულება დაეკისრება. 

პროგრამა "კორპუსის" ბიუჯეტს ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

აღნიშნულ ინიციატივაში ვერ მოხვდა პარაპეტების რეაბილიტაცია. 

შეგახსენებთ, ქუთაისში კორპუსის პარაპეტების ჩამონგრევას  ბოლო წლებში ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსახლეობა კი თანხების უქონლობის გამო პროგრამა "კორპუსში" თანამონაწილეობას ვერ ახერხებდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა