|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისათვის გირაოს შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის - გირაოთი შეცვლას ითხოვს.

შესაბამისი შუამდგომლობით უწყება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, ილიჩოვა და მელაშვილი ზემდგონი პირების დავალებას ასრულებდნენ. 

“ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით ძალიან პრინციპულები, კატეგორიულები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, 1 პირი უკვე იმყოფებოდა გამოკითხვაზე, ამ მიმართლებით, დავალებების გამცემი პირების გამცემი პირების გარეშემო აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,– განაცხადა პროკურორმა.

 სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აქცია-პერფორმანს მართავენ. სასამართლოს ეზოში სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა