|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროპორციული სისტემა არც "ოცნებას" აწყობს და არც "ნაციონალურ მოძრაობას" - კობა ნარჩემაშვილი

2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დეპუტატებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

დამოუკიდებელი დეპუტატი,  ქუთაისის მაჟორიტარი კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არაერთი პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას იძლეოდა, რაც არც "ქართული ოცნებისა" და არც "ნაციონალური მოძრაობისთვის" იყო მისაღები.

"პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში, გამოჩნდებოდა არაერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც გაუჩნდებოდა შანსი პარლამენტში მოხვედრის. აქედან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური მოთამაშეების არსებობა მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტში “ქართული ოცნებისთვის“ და მე შემიძლია ღიად ვთქვა, რომ ის ასევე მიუღებელია “ნაციონალური მოძრაობისთვისაც," - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა