|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე კონსტიტუციაში ცვლილებები არ შევა"

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბებიან და  გუშინ, თბილისში პარლამენტის წინ აქციის ძალადობრივი გზით დაშლას გააპროტესტებენ.

სტუდენტები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების მოთხოვნას. მათი თქმით, ისინი უერთდებიან ქვეყნის მთავარ პროსპექტზე მიმდინარე აქციის მოთხოვნებს.

"მოვუწოდებთ ყველას, ვისაც გული შეტკივა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, შემოგვიერთდეს. პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები არ შევა", - აცხადებენ სტუდენტები.

 აქციის მონაწილეები საკრებულოს დეპუტატის პოსტს ეხმიანებიან.  "როდესაც დედაქალაქში აქციას არბევებ, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ამ თემაზე ღიმილით და იუმორით საჯარო სივრცეში გამოხმაურება" -აცხადებენ სტუდენტები. მათი განცხადებით, შესაძლოა, ამის გამო აქციამ ცენტრალური მოედნიდან თვითმმართველობის შენობის წინ გადაინაცვლოს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა