|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ქალაქის კაბინეტებიდან მართვას არ ვაპირებთ“ [R]

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ამირან კოპალეიშვილი ამომრჩეველთან კარდაკარის პრინციპით შეხვედრებს განაგრძობს.

კანდიდატი ამჯერად ძნელაძისა და კუპრაძის ქუჩის მოსახლეობას ესტუმრა და პირადად გააცნო პარტიის მიერ დაგეგმილი პროექტები, რომელიც ქუთაისში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება.

,,ქართული ოცნების ახალი გუნდი არ აპირებს კაბინეტებიდან მართოს ქალაქი. ჩვენ მოვდივართ იმისთვის რომ ყველაზე ახლოს ვიყოთ ქუთაისელებთან, რათა უმოკლეს დროში მარტივად და ეფექტურად გადავჭრათ ქალაქის წინაშე არსებული პრობლემები,“-განაცხადა უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ამირან კოპალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა